საზოგადოება

ქართული ღვინო იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში დააგემოვნეს

02.10.19 13:00


იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ქალაქ ტოკიოში მდებარე სავაჭრო ცენტრში "Marunochi Bealding" ქართული ღვინის პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა.

საქართველო-ურუგვაი მატჩის პარალელურად მოწყობილ საგულშემატკივრო სივრცეში ბორჯღალოსნების მხარდასაჭერად მოსულ იაპონელ და უცხოელ სტუმრებს სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცათ.მატჩის ტრანსლაციის დაწყებამდე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს საელჩო იაპონიაში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, საგანგებო და სრულუფლებიანმა დესპანმა თეიმურაზ ლეჟავამ სიტყვით მიმართა.შემდეგი მატჩი საქართველოსა და ფიჯის შორის ოსაკაში 3 ოქტომბერს ჩატარდება, სადაც კვლავ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო.იაპონია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტიობებს ახორციელებს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები