საზოგადოება

თბილისის მერია სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმებს ზრდის

02.10.19 14:00


დედაქალაქის მერია სამშენებლო ნარჩენების დაყრაზე ჯარიმებს ზრდის.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მომზადებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტს წარდეგინება.

„თუ აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 1 კუბურ მეტრამდე სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე იყო 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს მის გაზრდას პირველ შემთხვევაში 1000 და 3000 ლარამდე. ძველი კანონმდებლობით, ერთ კუბურ მეტრ და მეტი მოცულობის სამშენებლო და სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა ფიქსირებული იყო და წარმოადგენდა 500 ლარს ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხოლო 1500 ლარს იურიდიული პირის შემთხვევაში. ამ საკანონმდებლო ინიციატივით ჩვენ ვაკეთებთ გრადაციას, რომლის მიხედვით, 1-დან 10 კუბურმეტრამდე ჯარიმა ფიზიკურ პირისთვის იქნება 3000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 6000 ლარი. 10-დან 50 კუბურმეტრამდე სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენების დაყრაზე ჯარიმა იქნება ფიზიკური პირისთვის 10 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის - 30 000 ლარი. 50 ან 50-ზე მეტი კუბურ მეტრის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის იქნება 30 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირისთვის 50 000 ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცვლილებების განხორცილება, რადგან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მუნციალიტეტისთვის როდესაც სამშენებლო ნარჩენის დაყრა არ ხდება ნებადართულ ტერიტორიებზე და მას ხშირად ანთავსებენ ქალაქის სხვადასხვა უბანზე, ლოკაციაზე, კერძო საკუთრების ტერიტორიაზე. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და სჭირდება მიხედვა და მოწესრიგება“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ინიციატივას მხარს დაუჭერს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები