მსოფლიო

უკრაინაში პოლიციელებმა საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაცია განახორციელეს

02.10.19 17:40


უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში სამართალდამცავების მიერ იარაღის გამოყენების კანონიერებას სწავლობენ. ამის შესახებ ინფორმაცია სწრაფი რეაგირების ჯგუფის საიტზე ვრცელდება.

წინასწარი ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს CORD-ის განყოფილების თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოს მოქალაქის დაკავების ოპერაციისას იმ დროს გამოიყენეს, როცა მან პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა.

მიყენებული ჭრილობის შედეგად, საქართველოს მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ 2 სპეცრაზმელს ცეცხლი გაუხსნა და დაჭრა. დღევანდელი შემთხვევის დროს კი 2 სპეცრაზმელი დაიჭრა, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები