საზოგადოება
03.10.19 12:20
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში ტყის აღრიცხვის სამუშაოები დაიწყო. პირველ ეტაპზე შერჩეულია ოთხი მუნიციპალიტეტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ლაგოდეხი პირველია, სადაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის აღრიცხვა 21,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე უკვე ჩაატარა. ტყის აღრიცხვა დაწყებულია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ხოლო 2020 წლის ბოლომდე მათ რიცხვს დედოფლისწყაროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტები დაემატება. ტყის აღრიცხვის საფუძველზე მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვის გეგმები შეიქმნება.
ტყის აღრიცხვის მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, ასევე საქართველოს ტყეების მდგრადი მართვის სამომავლო ხედვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან, ლუიზა ვიტონთან გამართულ შეხვედრაზე განიხილა.
"ინვენტარიზაციის სამუშაოები საქართველოში 90-იანი წლებიდან არ განხორციელებულა. ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარებით ჩვენ მოვამზადეთ 15 ახალგაზრდა სპეციალისტი, დავამუშავეთ მეთოდოლოგია, შევქმენით ახალი ელექტრონული პროგრამა. განახლებული ინფორმაცია ტყის მდგომარეობის შესახებ, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი პარამეტრებით საჭიროა იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს სატყეო სამუშაოების სწორი გეგმები. ეს არის მდგრადი მართვის მთავარი წინაპირობა. ლაგოდეხში ჩატარებული ღირებული სამუშაოები წლის ბოლომდე იქნება სრულად გაანალიზებული", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, ხელს უწყობს საქართველოს მდიდარი ბუნებრივი რესურსების დაცვას, ტყის მდგრადი მართვის დანერგვას და ეროვნული ექსპერტიზის გაზრდას ტყის აღრიცხვასთან დაკავშირებულ საკითხებში, რაც უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერაა.
ტყის აღრიცხვის პროცესში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებმაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევე-სპეციალისტების დახმარებით, შესაბამისი სასწავლო კურსი გაიარეს. პროექტის ფარგლებში, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, 15 სპეციალისტი გადამზადდა.
სატყეო პროექტი ევროკავშირის გრძელვადიანი დახმარების ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24