ეკონომიკა

რა გაძვირდა და გაიაფდა ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში – საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა

03.10.19 13:00


ინფლაციის დონემ საქართველოში 6.4 პროცენტი შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება. რა გაძვირდა და გაიაფდა საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში? ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასული წლის სექტემბერთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასებმა ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე მოიმატა. ფასების ზრდამ აღნიშნულ პროდუქციაზე 14. 6 შეადგინა, 11.4 %-ით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. 6.9 %-ით არის გაძვირებული გართობა და დასვენება. 3.9 %-ით გაუძვირდათ მოქალაქეებს ტრანსპორტის მომსახურება. სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ფასებმა 6.7 %-ით მოიმატა. 3.4 პროცენტით არის გაძვირებული ავეჯი და საოჯახო ნივთები. 1.9 -იანი მატება ფიქსირდება წყლის, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სეგმენტში. 1.6 %-ით გაძვირდა განათლების მიღება.

ფასების 2.2 %-იანი კლებაა კავშირგამბულობაში. საქსტატის მონაცემებით, 5.5 %-ით არის შემცირებული ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფასი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები