საზოგადოება

"ქართული ღვინის ფესტივალი" ბრიტანეთის ქალაქებში იმართება

03.10.19 16:10


დიდ ბრიტანეთში "ქართული ღვინის ფესტივალი" იმართება, რომელიც დეგუსტაციებს, მასტერკლასებს, პრეზენტაციებსა და სემინარებს ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებ მოიცავს.

ღონისძიების ორგანიზატორია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანია "Swirl Wine Group".

ქართული ღვინის ფესტივალი“ უკვე გაიმართა ლონდონში და მას ღვინის იმპორტიორები, რესტორნებისა და სასტუმროს ქსელების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული ღვინის წარდგენას ცნობილი ბრიტანელი მწერალი ჯეიმი გუდი (Jamie Goode) უძღვებოდა.

ფესტივალს 7 ოქტომბერს ბრისტოლი და 8 ოქტომბერს მანჩესტერი უმასპინძლებს. დიდი ბრიტანეთი არის ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები