ეკონომიკა

სვანურ მარილს ოკეანის გაღმა დააგემოვნებენ

04.08.16 17:35


სვანური მარილი ამერიკულ ბაზარზე სავაჭრო მარკით Organic Spices of Georgia გავა, განუცხადა Sputnik-ს მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა ბექა ხერგიანმა.

ამჟამად კომპანია სვანური მარილის რამდენიმე სახეობას აწარმოებს, ასევე სხვა სანელებლებს — ხმელ სუნელსა და შავ პილპილს.

უახლოეს მომავალში კომპანია საექსპორტო ბაზრისა და შიდა ბაზარზე მიწოდების გაზრდას გეგმავს.

„კომპანია შვიდი თვის წინ შეიქმნა. დღემდე მხოლოდ ღვინოს ვაწარმოებდით, რომელიც ექსპორტზე — ჩინეთსა და ყაზახეთში გაგვაქვს. დაახლოებით ნახევარი მილიონი ბოთლი“, — აღნიშნა ხერგიანმა.

ოქტომბერში კომპანია ქართული ბრენდის გამოშვებას აპირებს, რომელიც პირველ ეტაპზე ექსპორტზე ყაზახეთში გავა.

„ჩვენი პროდუქციის ექსპორტს რუსეთშიც ვგეგმავთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ვაწარმოებთ“, — აღნიშნა ხერგიანმა.

ხერგიანმა განაცხადა, რომ კომპანია ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან კახეთიდან ეკოლოგიურად სუფთა ღვინოს აწარმოებს. ღვინის სავაჭრო მარკაა „საქართველოს ლეგენდები“.

„მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ყველაზე ძველ ადგილობრივ ტრადიციებს ვიცავთ. ჩვენს ღვინოებს განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ ხასიათს უნიკალური მიკროზონები, ნიადაგისა და კლიმატის პირობები, ყურძნის ჯიში და მეღვინეობის ნატიფი ტექნოლოგია სძენს“, — აღნიშნა ხერგიანმა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები