პოლიტიკა
04.10.19 14:40
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიოლერს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის (NAC) ფარგლებში, ორმხრივ და შემდეგ, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებს.
არჩილ თალაკვაძემ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საკონსტიტუციო რეფორმაზე, პარლამენტის გაძლიერებაზე და ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებზე ესაუბრა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის როლზე ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ოკუპირებული რეგიონებიდან მომავალ საფრთხეებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიმედო და ღირსეული პარტნიორია და ნატო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობას.
საქართველო ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს (NAC) უკვე მეხუთედ მასპინძლობს, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განხილული ძირითადი საკითხების შესახებ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი. არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტნიორებთან შეხვედრაზე საქართველოსთვის ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენს ქვეყანას ნატოს მხრიდან ძლიერი მხარდაჭერა აქვს.
„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრამ ბათუმში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მიმართ ნატო-ს მხარდაჭერა ურყევია და პროგრესი, რომელიც გვაქვს, არის სათანადოდ შეფასებული და დანახული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება და პარლამენტი და ხელისუფლება, ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით ახორციელებს - ეს არის საარჩევნო რეფორმა, ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა, ეს არის უსაფრთხოების და ეკონომიკური რეფორმები, განათლების რეფორმა და სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განახლება.
პარტნიორებს ვუთხარი, რომ დემოკრატიის ეს დონე მოითხოვს უფრო ძლიერ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას მათი მხრიდან. საუბარი შეეხო ოკუპაციას - ყველა ხედავს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაცია არ არის ის, რაც უკვე მოხდა, ეს არის პრობლემა, რომელიც დღესაც გრძელდება და რეალურ საფრთხეებს უქმნის ჩვენს მიღწევებს დემოკრატიის, ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატოს წევრობასთან და ასევე, მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელსაც წევრობისკენ გზაზე მივაღწიეთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24