პოლიტიკა

ირაკლი ალასანია პოლიტიკაში ბრუნდება

04.10.19 17:40


“2020NEWS“-ის ინფორმაციით, “თავისუფალი დემოკრატების“ დამფუძნებელი და ლიდერი ირაკლი ალასანია პოლიტიკაში ბრუნდება.ის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებას, სავარაუდოდ, ნოემბერში გააკეთებს.

იქედან გამომდინარე, რომ ირაკლი ალასანიასთან დაკავშირება, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება, “2020NEWS“-მა აღნიშნული ინფორმაცია “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ ლიდერთან ნინო გოგუაძესთან გადაამოწმა. ნინო გოგუაძე ირაკლი ალასანიათან დაკავშირებით აცხადებს, მისი პოლიტიკაში დაბრუნების თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია.

“ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, ოღონდ არა უახლოეს მომავალში. ირაკლი ალასანიას გეგმებში პოლიტიკაში დაბრუნება 2020 წლის შემდეგ შედის, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი იცვლება და შესაძლოა, ისე დრამატულად შეიცვალოს სიტუაცია, რომ მისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებაც მიიღოს.

მე ირაკლი ალასანიასთვის მიკითხავს, 2020 წლამდე ხომ არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, რაზეც მან მიპასუხა, რომ ჯერ პოლიტიკაში დასაბრუნებლად მზად არ არის. მე და ირაკლი ალასანია ვლაპარაკობთ პოლიტიაკზე და მინდა გითხრათ, რომ მისი მოსაზრებები ჩემი მოსაზრებებისგან არ განსხვავდება.

ირაკლი ალასანიას ხან ერთ, ხან მერე პარტიასთან აკავშირებენ, რაც ჭორია.

პოლიტიკაში დაბრუნების შემთხვევაში, ალასანია საკუთარ პარტიაში დაბრუნდება“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

“2020NEWS“-ის ინფორმაციით, ირაკლი ალასანია პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განცხადებს, სავარაუდოდ, ნოემბერში გააკეთებს.

ჩვენი ინფორმაციით, ის “თავისუფალი დემოკრატების“ სახელით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.




წყარო : /www.exclusivenews.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები