პოლიტიკა

ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა

08.10.19 15:00


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მინისტრმა მეზობელი ქვეყნის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკასთან, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

ამასთან, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის ელჩს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მხარეთა მიერ საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებული მიღწევები აღნიშნა. შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა და ელჩმა​ სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებიც განიხილეს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები