პოლიტიკა

ივანიშვილი წმენდას იწყებს - 2020 წლის საპარლამენტო სიაში "დაბლოკილი" დეპუტატები

08.10.19 16:00


ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება და "ქართულ ოცნებას", სავარაუდოდ, ოდიოზური ფიგურებისგან ათავისუფლებს.

ვაზო ზარდიაშვილის მიერ საპარლამენტო მანდატის დატოვების შემდეგ, მმართველ პარტიაში აქტიურად საუბრობენ, რომ წმენდა გაგრძელდება.

არსებული ინფორმაციით, მოქმედი დეპუტატების დიდი ნაწილი 2020-ში სიაში ვეღარ მოხვდება.

საუბარია მდინარაძე-კობახიძის ფრთაზე, რომელთა მიმართაც ოპოზიციაში ყველაზე მეტი კრიტიკა ისმოდა.

არსებული ინფორმაციით, სიაში ვერ მოხვდებიან სოფო კილაძე და სოფო ქაცარავა. "ქართული ოცნების" სიაში სავარაუდოდ, არ იქნებიან ნუკრი ქანთარია, რევაზ არველაძე, ალექსანდრე ერქვანია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები