ეკონომიკა

იანვარ-ივნისში ტურიზმიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდ დოლარს მიაღწია

08.10.19 17:40


იანვარი-ივნისის (I-II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში $1.5 მლრდ–ს (ზრდა +7%) შეადგენს, რაც $95 მლნ–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.7% შეადგინა, ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.

აპრილი-ივნისის (II კვარტალი) პერიოდში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს$ 878 მლნ–ს (ზრდა 8.4%), რაც $68 მლნ–ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. აპრილი-ივნისის მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში შეადგენა 8.2%. ზრდა წინა წელთან შედარებით +23.6%-ია.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები