პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ირანის ელჩს შეხვდა

09.10.19 11:15


საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამ შაჰიდს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ხაზი გაუსვეს და მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„შეხვედრას ახლად დანიშნული ატაშეც დაესწრო. ირაკლი ღარიბაშვილმა პოლკოვნიკ ებადოლა მოხთარ ნეყაბადის თანამდებობის დაკავება მიულოცა და წარმატება უსურვა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები