პოლიტიკა

გიგი წერეთელი რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ინიციატივებს მიესალმება

09.10.19 11:30


ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი წერეთელი ბოლო დროს, რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ინიციატივებს მინსკის შეთანხმებების დანერგვის თაობაზე, მიესალმება. ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

„კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება. აღმოსავლეთ უკრაიანში, ადამიანთა ტანჯვის შესამსუბუქებლად ერთადერთი გზა არის ეტაპობრივი მიდგომა. გასაკუთრებით მაშინ, როდესაც ზამთარი ახლოვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. „შტაინმაირს ფორმულა“ შემდგომ დახვეწას და განმარტებებს საჭიროებს, ის შესაძლოა, გახდეს საწყისი წერტილი მინსკის შეთანხმებების მიმართულებით პროგრესის მისაღწევად,“ - განაცხადა წერეთელმა.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაც გასულ კვირას, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო შეხვედრაზე განაცხადა.

„ხუთწლიანი სისხლისღვრის შემდეგ, ყველა ნაბიჯი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშვიდობა, დასაფასებელია და ამიტომ, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ მხარეებს მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელებისკენ,” - აღნიშნა წერეთელმა.

შეგახსენებთ, უკრაინა ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ განხორციელებას დათანხმდა, რაც სეპარატისტული რეგიონის, დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 11953


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები