საზოგადოება
09.10.19 12:30
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს - დიეგო კოლასს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, საფრანგეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო საფრანგეთის სადაზღვევო მოდელის გაზიარებას, ასევე ელექტრონული ჯანდაცვის განვითარების კუთხით თანამშრომლობას.
ისაუბრეს მიგრაციის, პირველადი ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ საკითხებზე. განიხილეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული საკითხებიც.
მინისტრის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ დევნილთა პრობლემების მოგვარებისთვის არის გამოყოფილი, რაც გულისხმობს ბინათმშენებლობას, მათ დასაქმებასა და ინტეგრაციას.
საფრანგეთის ელჩი სამინისტროს აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და C ჰეპატიტის პრევენციის პროგრამების განხორციელების კუთხით დახმარებას დაპირდა. მისი თქმით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიეგო კოლასმა მინისტრს მადლობა გადაუხადა იმ წარმატებული რეფორმებისთვის, რასაც სამინისტრო ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ახორციელებს.
„სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმით, რომ საქართველოს პრიორიტეტული სფეროები ხშირ შემთხვევაში ემთხვევა საფრანგეთის მიზნებსა და პრიორიტეტებს. თქვენმა ქვეყანამ განვითარების ევროპული მოდელი აირჩია, რომელიც სოციალურ საჭიროებებზეა მორგებული.
სამინისტროსთან ბევრი საერთო თემა გვაკავშირებს. ვმუშაობთ სოციალური დაცვის, ჯანდაცვის, ფარმაცევტულ საკითხებზე. ჩვენი მჭიდრო პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.
შეხვედრას სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ხელმღვანელი ზაალ კაპანაძეც ესწრებოდა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24