ეკონომიკა
09.10.19 13:00
ჩვენი ამოცანაა და ამისთვის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, რომ საქართველო 12-თვიანი მიმზიდველი ტურისტული ბაზარი გახდეს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში “პირისპირ” სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი სამთავრობო გუნდი მუშაობს, რომ შეიქმნას ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველი იქნება სეზონის მიუხედავად.
“რა თქმა უნდა, ისევ სამთო კურორტები იქნება მნიშვნელოვანი და თქვენ იცით, რომ ბევრი სიახლე გვაქვს ამ მიმართულებით. ბაკურიანს ვავითარებთ ძალიან ძლიერი ტემპებით, რომ 2023 წელს ღირსეულად დავხვდეთ საერთაშორისო ჩემპიონატს ფრისტაილში. თუმცა, მთავარია ის თანმდევი ეფექტი, რომელიც გვექნება, როცა ბაკურიანს გარდავქმნით ევროპული სტანდარტის შესატყვის კურორტად. რა თქმა უნდა, ასევე ვმუშაობთ ინფრასტრუქტურის განახლებაზე ზამთრისა და ზაფხულის სხვა კურორტებზეც”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამომავლო გამოწვევაა, საქართველოს წარმოჩენა ტურისტისთვის მიმზიდველ ქვეყნად წლის ნებისმიერ დროს.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს გააჩნია უნიკალური ბუნება და აქვს უამრავი შესაძლებლობა, თუმცა, ქვეყნის ცნობადობას ჯერ კიდევ სჭირდება ზრდა.
“სწორედ აქეთკენ არის მიმართული ჩვენი მარკეტინგული კამპანია და ჩვენი ტურისტული ადმინისტრაციის ძალისხმევა. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და პრემიერის მოსაზრებაა, რომ მარკეტინგული კამპანია ერთმა უწყებამ, მაგალითად, მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციამ კი არ აწარმოოს, არამედ, ნებისმიერმა ჩვენთაგანმა, ნებისმიერმა სტრუქტურამ და ყველგან გამოიყენოს შესაძლებლობა, გააცნოს უცხო ქვეყნის წარომადგენლებს საქართველო. ნებისმიერი ჩვენგანი უნდა ვიქცეთ საქართველოს დესპანებად საზღვარგარეთ იმისთვის, რომ გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ცნობადობა”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას თქმით, საქართველო დღეს საკმაოდ წინ არის წასული და ვხედავთ ჩვენი ქვეყნის აღიარებას იქნება ეს სხვადასხვა გამოფენები, კონფერენციები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც საქართველო განთავსების ცენტრად აირჩიეს.
“უამრავმა ადამიანმა ჩვენი დახმარებით გაიგო, რომ საქართველო ძალიან ბევრი უნიკალური თვისებით შეეგებება ტურისტს. ისევ ვამბობ, რომ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმდიდრე ქართული ბუნება, ტოლერანტობა და სტუმართმოყვარეობის ფენომენია”, – განაცხადა ნათია თურნავამ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24