პოლიტიკა
09.10.19 15:00
ჟენევის დისკუსიებზე დღეს ყველა ის პრობლემატური თემა განიხილება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალურია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
“დღეს გაიმართება ჟენევის მილაპარაკების მორიგი რაუნდი. იცით, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა გუშინ ჩვენს პარტნიორებთან მთავარ საკითხებზე, რომელსაც ქართული მხარე ამჯერად დააყენებს. ძირითადი თემები, რომელიც წარმოადგენს ჟენევის დღის წესრიგს, რა თქმა უნდა, იქნება განხილული, ძალის არ გამოყენება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები და დევნილთა დაბრუნების საკითხი – ეს არის ცენტრალური საკითხები, ამავდროულად, ყველა ის პრობლემატური თემა, რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო პერიოდში, დაწყებული ჩვენი თანამოქალაქეების დაკავებებიდან, რაც არ არის ახალი პრაქტიკა, დასრულებული ჩორჩანას ირგვლივ შექმნილი სიტუაციით“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
მინისტრს იმედი აქვს, რომ დისკუსიის ყველა მონაწილე გააცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
“მაქვს დიდი სურვილი და იმედი, რომ ამ რაუნდის ფარგლებში გააცნობიერებს ყველა მონაწილე, რაოდენ მნიშვნელოვანია გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და ახალგორის მიმართულებით ჩაკეტილი ერთადერთი გადასასვლელი გაიხსნება. ეს არის მოსახლეობის მოთხოვნა. ათობით ადამიანი გვიკავშირდება. რა თქმა უნდა, ჟენევის პლატფორმა გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ ეს დამატებითი შეფერხებები მოიხსნას, რადგან ამ შეზღუდვებით ადამიანების სასიცოცხლო ინტერესები დაზიანებულია“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
ამასთან, ციხელაშვილის თქმით, ქართული პოლიციის საგუშაგოს აღებაზე საუბარი არ არის.
“არ ვსაუბრობთ საგუშაგოს აღებაზე. იცით, როგორ და რატომ განთავსდა და ლეგიტიმურია საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი პუნქტის განთავსება.
მით უფრო, ეს არის კონტროლირებადი ტერიტორია. აქ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ევროკავშირის მისიამ გააკეთა ცალსახა განმარტება ამის თაობაზე და ეს საგუშაგო და პოსტი პირველ რიგში, ემსახურება უსაფრთხოებას და არა რამე ტიპის რისკების წარმოქმნას. ამიტომ, იმედი მაქვს, ამ საკითხის ირგვლივ ხელოვნურად თუ გაუგებრად წარმოქმნილი აჟიოტაჟი და დაძაბულობაც დაცხრება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0013.04.21
-
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამერიკელ სენატორებს წერილით მიმართეს
17:4013.04.21
-
"ქართულ ოცნებასთან" არავითარ შეთანხმებაზე საუბარი აღარ იქნება - უდუმაშვილი
17:2013.04.21
-
გიგი უგულავა - ეს სასამართლო არ იყო, რაღაც უბედურება ხდებოდა!
17:0013.04.21
-
16:4013.04.21
-
ამირან გამყრელიძე: კლასტერებიდან საყოველთაო გავრცელებაზე გადავდივართ
16:2013.04.21
-
მოსამართლემ ნიკა მელია პატიმრობაში დატოვა
16:0013.04.21
-
IMF-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა
15:4013.04.21
-
15:2013.04.21
-
პაატა იმნაძე რეინფიცირების შემთხვევებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
15:0013.04.21
-
14:4013.04.21
-
14:2013.04.21
-
ნიკოლოზ სამხარაძე: მოვუწოდებთ ნატოს, დააჩქაროს საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი
14:0013.04.21
-
13:4013.04.21
-
ნიკა მელიას პატიმრობაში ყოფნა ოპოზიციის ბრალია - შალვა პაპუაშვილი
13:2013.04.21
-
13:0013.04.21
-
საპატრულო პოლიციას INL-ის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცა
12:4013.04.21
-
საქსტატი: მარტში ექსპორტი 30.8 პროცენტით გაიზარდა
12:2013.04.21
-
დღეს პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება
12:0013.04.21
-
ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს
11:4513.04.21
-
11:3013.04.21
-
11:1513.04.21
-
11:0013.04.21
-
„ამ ეტაპზე არავითარ ჩაკეტვაზე საუბარი არ არის“ - გამყრელიძე
10:4513.04.21
-
10:3013.04.21
-
სასამართლო მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე დღეს იმსჯელებს
10:1513.04.21
-
საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
10:0013.04.21
-
“ისკანდერი’” ან ყარაბაღის ომის საშინელი ჯაშუშური ექო
18:0012.04.21
-
„ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
17:4012.04.21
-
"გირჩს" ცოტა არეული აქვს - გია ვოლსკი
17:2012.04.21
-
17:0012.04.21
-
16:4012.04.21
-
სოზარ სუბარი იაპონიის ელჩს შეხვდა
16:2012.04.21
-
უკრაინის საელჩოსთან გამართულ სოლიდარობის აქციას უკრაინის ელჩი შეუერთდა
16:0012.04.21
-
15:4012.04.21
-
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვაქცინაციის შემდგომ გვერდითი მოვლენები 34 პირს გამოუვლინდა
15:2012.04.21