პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს ვიცე-პრემიერს შეხვდა

10.10.19 10:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მონტენეგროს ვიცე-პრემიერ მინისტრს, მილუტინ სიმოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„ყურადღება გამახვილდა განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით კავშირების გააქტიურებაზე. დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯებიც.

არჩილ თალაკვაძე და მილუტინ სიმოვიჩი აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე გამოითქვა მონტენეგროს სურვილი, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისა და ექსპერტული დახმარების თაობაზე“, - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები