პოლიტიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება - პარლამენტში დღეს ზაზა თავაძეს მოუსმენენ

10.10.19 10:45


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პარლამენტში დღესაც გაგრძელდება.

კანონმდებლების შეკითხვებს, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ზაზა თავაძე უპასუხებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავარი კითხვებიკანდიდატის მიმართ მის უმაღლეს განათლებას შეეხება.კანონმდებლები თავაძეს კითხვებს მის წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებითაც დაუსვამენ.

თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ცხრა წელია მუშაობს, მანამდე ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ასევე ის გახლდათ კადრების განყოფილების ხელმძღვანელი გენერალურ პროკურატურაში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები