პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია

10.10.19 11:45


ჟენევის ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი, საერთაშორისო და ერთადერთი ფორმატი, სადაც ყველა მთავარ საერთაშორისო აქტორთან ერთად, რუსეთის მონაწილეობით, მნიშვნელოვან საკითხებს განვიხილავთ,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნება, ძალის არგამოყენების ვალდებულება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბურნება, ის ძირითადი ფუნდამენტია, რომლის შესახებაც სუბარია მუდმივად ჟენევაზე.

"ჟენევას ვერ განვიხილავთ იზოლირებულად დღეს არსებული გეოპოლიტიკური გარემოსგან, ამიტომ აუცილებელია, რომ ის ვალდებულებები, რომლებზეც საუბარი იყო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით სწორედ ამ ფომატში იყოს განხილული და რუსეთის ფედერაციას ყველა საერთაშორისო აქტორის თანდასწრებით მუდმივად შევახსენოთ არსებული ვალდებულებების შესრულება. პირადად შორს ვიყავი იმ ილუზიისგან, რომ ამ უახლოეს რაუნდზე მოხდებოდა დიდი გარღვევა, რადგან 49 რაუნდია და ჟენევაში ჩვენ საგრძნობი პროგრესი არ გვქონია, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ერთადერთი საერთაშორისო ფორმატი, რომლითაც რუსეთის ფედერაცის საერთაშორისო თანამეგობრობის და ყველა ძირითადი აქტორის ჩართულობით მუდმივად შევახსენოთ არსებული ვალდებულებების შესრულება. ჩვენ ჟენევის ფორმატის ჩანაცვლებაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ ჟენევას გარედან პოლიტიკური დიალოგის რაც შეიძლება მაღალ დონეზე აწევით იმისთვის, რომ იქ მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების გამახვილება მოხდეს და თემები ავიტანოთ რაც შეიძლება მაღალ დონეზე",-განაცხადა დავით ზალკალიანმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები