საზოგადოება

სამცხე-ჯავახეთში შსს-ს ტროტილი და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები ნებაყოფლობით ჩააბარეს

04.08.16 19:35


სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლებმა უკანონოდ შენახული იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს.

აღნიშნული პირები, სსს საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან, ნათქვამიაგანცხადებაში.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსმა მკვიდრმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1150 საბრძოლო ვაზნა, 50 ხელყუმბარა, ხელყუმბარის 3 დეტონატორი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის 8 დეტონატორი, 5 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, ჭურვების სასროლი 1 მოწყობილობა, 1 საკვამლე კოჭა და 1 კილოგრამი ტროტილი ჩააბარა.

საქართველოში იარაღისა და საბრძოლო მასალების ფლობისთვის შსს-ს სპეციალური ნებართვაა საჭირო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 838


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები