პოლიტიკა

ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ ტუროპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

10.10.19 13:00


ბრაზილიის ტურიზმის სფეროში საქართველოს პოპულარიზაციის და მისი, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებისათვის საქართველოს საელჩომ ქვეყანაში მოქმედ ტუროპერატორებს უმსაპინძლა.

შეხვედრის უმთავრეს მიზანს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენა წარმოადგენდა.

ამ მხრივ დარგის სპეციალისტებთან გამართულ პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა მასალა საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ.

ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ ტურ-ოპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა აღინიშნა, რომ უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ორიგინალური სამზარეულო, ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვანება, არსებული კურორტები, ღვინის სამშობლოს სტატუსი გამოარჩევს საქართველოს ბევრი სხვა ქვეყანისაგან და აქცევს ოთხი სეზონის სასურველ ტურისტულ დანიშნულებად.

საქართველოში სამოგზაუროდ გამგზავრებამდე სასურველი ტურის დაჯავშნისა და დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ტურიზმის შემადგენელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები