საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის ელჩს შეხვდა

10.10.19 13:15


თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დიმიტრის კარაბალისს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილსის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრი და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე რიმა ბერაძე, ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი და საქართველოში ბერძნული დიასპორის ხელმძღვანელი ევგენია კოტინიადი ესწრებოდნენ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ შეხვედრაზე ქართველ და ბერძენ ხალხებს შორის მრავალწლიანი მეგობრობის შესახებ ისაუბრა. მან საბერძნეთში ქართული დიასპორის და საქართველოში ბერძნული დიასპორის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ასეთი შეხვედრები სათვისტომოებს შორის ურთიერთობების გააქტიურებას უწყობს ხელს.

„ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა ხალხებს შორის მეგობრობის გაღრმავებას და დიასპორათა შორის ურთიერთობების გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

საკრებულოში ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭო არსებობს, რომლის მუშაობაშიც ბერძნული დიასპორა აქტიურად არის ჩართული, რაც სასიხარულოა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საბერძნეთში საკმაოდ მრავალრიცხოვანია ქართული სათვისტომო, რომელიც ბერძნულ საზოგადოებაში კარგად არის ინტეგრირებული. ჩვენი დიასპორების საქმიანობა ქართველებსა და ბერძნებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურებისთვის მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

„საბერძნეთის ელჩმა დიმიტრის კარაბალისმა საკრებულოს თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა. მისი განცხადებით, დიასპორებს შორის ურთიერთობა ქვეყნებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს. მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები