საზოგადოება
10.10.19 17:00
თბილისის 4 ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება კიდევ გადაიწევს.
ამის შესახებ AMBEBI.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების უმეტეს ნაწილში სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, რამდენიმე ბაღში სწავლის დაწყება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სარებილიტაციო სამუშაოების გამო ოქტომბრამდე გადადო.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისის ოთხ საბავშვო ბაგა-ბაღში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება და ამ დრომდე მიმდინარეობს ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, ასევე სარემონტო სამუშაოები.
"მე-12 ბაღის შენობა, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში სრულად გარემონტდა და სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბერს განახლდება.
144-ე ბაგა-ბაღში შენობის სრული გამაგრება-რეკონსტრუქცია, ეზოს კეთილმოწყობა და შიდა რემონტი მიმდინარეობს, დაწესებულება აღსაზრდელების მისაღებად 28 ოქტომბერს იქნება მზად. რაც შეეხება 126-ე ბაგა-ბაღს, იქაც სარემონტო სამუშაოებია და პირველ ნოემბერს იგეგმება სწავლის დაწყება. კიდევ ერთ, მე-200 ბაგა-ბაღთან დაკავშირებით კი, რომელზეც ერთ-ერთმა მშობელმა უკმაყოფილება სოციალურ ქსელში გამოთქვა, ამ ბაღში აუცილებელი გახდა ავარიული კედლების გამაგრება.
გუდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, შენობის მდგომარეობა რეკონსტრუქციის პროცესში კიდევ უფრო გართულდა, შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება.
სააღმზრდელო პროცესის განახლება მე-200 ბაღში იგეგმება 11 ნოემბერს.
აქვე დავძენთ, რომ სააგენტო ითვალისწინებს მშობელთა მდგომარეობას და სთავაზობს მათ აღსაზრდელების რეგისტრაციას დროებით, ახლომდებარე ბაღებში" - აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24