პოლიტიკა

საქართველო უცხოეთში დიპწარმომადგენლობების გახსნას გეგმავს

11.10.19 11:00


იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს საკონსულო გაიხსნება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დონდუამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წელს საკონსულოს გახსნა იგეგმება აშშ-იც, კერძოდ, სან-ფრანცისკოში.

წლის ბოლოს საქართველოს საელჩო გაიხსნება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. რაც შეეხება საქართველოს საელჩოს ვიეტნამში, მისი გახსნა მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიდო.

2020 წელს ასევე, საქართველოს საელჩო შესაძლოა დასავლეთ აფრიკაში – სენეგალში ან განაში გაიხსნას.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 2926


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები