პოლიტიკა

პირი, რომელმაც აფხაზეთში ცხოვრებაზე უარი თქვა, იუსტიციის მინისტრს დახმარებას სთხოვს

04.08.16 19:55


თამაზ ლაკერბაია, რომელმაც 2009 წელს აფხაზეთში ცხოვრებაზე უარი თქვა და საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, იუსტიციის მინისტრს დახმარებას სთხოვს.

თამაზ ლაკერბაიას განცხადებით, მისი გადაწყვეტილების გამო ოჯახის წევრები ზეწოლას განიცდიან. კონკრეტულად, მისი და ნანა კოლესმიჩენკო საქართველოს მოქალაქეობას ითხოვს, თუმცა, როგორც ლაკერბაია აცხადებს, ქართველი სამართალდამცავები მას დაკავებითა და 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმით ემუქრებიან.

თამაზ ლაკერბაია იუსტიციის მინისტრს დახმარებას სთხოვს. მიმართავს, რომ პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საკითხი და მის დას საქართველოს მოქალაქეობისა და ქართული პასპორტის მიღებაში დაეხმაროს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები