პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

11.10.19 12:00


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, საქართველოში უნგრეთის ელჩს ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემადგენლობაში უნგრეთის მხარის მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები