საზოგადოება

აჭარაში მაშველებმა 16 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

15.08.16 14:55


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბათუმში, ძლიერი, უხვის ნალექის გამო დატბორილი ქუჩებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშოები განახორციელეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში შემოსულ 60-მდე შეტყობინებაზე მოახდინეს მყისიერი რეაგირება. მწვანე კონცხსა და სარფის სანაპირო ზოლზე, ძლიერი შტორმის დროს, შსს-ს მაშველებმა 16 ადამიანი გადაარჩინეს, მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.

აჭარის სანაპიროზე დღეს 5-ბალიანი შტორმი დაფიქსირდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები არიან მობილიზებულნი, რომლებიც დამსვენებლებს ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. სტიქიამ რამდენიმე სახლს სახურავი ახადა და სახლების პირველი სართულები დატბორა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 757


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები