ეკონომიკა

ქართველი მფრინავები სწავლებას აეროპორტ „მიმინოში“ გაივლიან

26.04.16 0:50


თელავში საქართველოს სახელმწიფო საავიაციო უნივერსიტეტმა აეროპორტი „მიმინო“ გახსნა.

აეროპორტს ერეკლე მეორის სახელი მიენიჭა, თუმცა როგორც საინფორმაციო სააგენტო «Новости-Грузия» იტყობინება, თანამშრომლები მას უბრალოდ „მიმინოს“ ეძახიან, გიორგი დანელიას ცნობილი ფილმის „მიმინოს“ მიხედვით.

დღეს საზეიმო გახსნის ცერემონიაზე მფრინავებმა საჩვენებელი გაფრენები გამართეს Piper Seneca, Cessna 152 და A-22 ტიპის საფრენ ხომალდებზე. სულ ავიაპარკში 6 თვითმფრინავი და ვერტმფრენია.

ჯერჯერობით თელავიდან რეგულარული რეისები არ დანიშნულა, თუმცა აეროპორტში აცხადებენ, რომ მზად არიან ჩარტერული რეისების შესასრულებლად როგორც საქართველოს ისე საზღვარგარეთის ქვეყნების ტერიტორიაზე 6 კაციანი Piper Seneca-ს ტიპის თვითმფრინავებით.

აეროპორტში საგაზაფხულო მომზადებას გაივლიან საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები. გარდა ამისა, თელავის აეროპორტიდან შესაძლებელია ტურისტებისათვის ავია-ტურების მოწყობა, რომლის ფასი ფრენის ხანგრძლივობაზე იქნება დამოკიდებული. საორიენტაციოდ, ერთი საათის ფასი იქნება 150 დოლარი.
თელავის აეროპორტს აქვს საავიაციო კოშკი, აეროვაგზლის შენობა და საერთო საცხოვრებელი მფრინავებისა და ინჟინერ-ტექნიკოსთა პერსონალისათვის.

წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები