ეკონომიკა

საქართველოსთვის ე.წ. უბლოკო სტატუსის მინიჭების შესახებ ინიციატივა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება

15.08.16 15:05


დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ 12 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ბიუროს სხდომას მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პარლამენტისადმი მიმართვა წარედგინება, რომლის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს.

თავის მხრივ, დავით უსუფაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა: ”დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში”.

უსუფაშვილმა კოლეგებს, პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს, მის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

უსუფაშვილის საკონსტიტუციო წინადადების საკონსტიტუციო ინიციატივად ქცევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები