საზოგადოება
15.10.19 13:10
საზოგადოებამ, მედიამ ქალის მიმართ ძალადობის თემის გაშუქებისას გარკვეული სტანდარტები უნდა დავიცვათ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე ისაუბრა და უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეს დებატებში იწვევს.
“მე ადვოკატის გადაწყვეტილებების შეფასებაში არ შევალ, პატივს ვცემ მის არჩევანს თუ პროფესიულ დამოუკიდებლობას. თუმცა რა თქმა უნდა, ყველამ, განსაკუთრებით საზოგადოებამ, მედიამ უნდა დავიცვათ გარკვეული სტანდარტები ზოგადად ქალის მიმართ ძალადობის თემის გაშუქებისას, არა მარტო ჯიშკარიანის შემთხვევაში, არამედ მინდა შევეხო ხაშურში მომხდარ მკვლელობასაც რამდენიმე დღის წინ, რომელიც გარკვეულ მედიასაშუალებებში არ გაშუქდა ეთიკურად და თითქოსდა, იყო მცდელობა იმისა, გარკვეულწილად მოეძებნათ მიზეზები, თუ რის გამო შეიძლება, გამხდარიყო ეს ქალი მისი ყოფილი მეუღლის მსხვერპლი.
ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გაშუქდება ეს თემები.
რაც შეეხება თავად ფაქტსა და გამოძიებას, იცით, რომ სახალხო დამცველი პირველივე დღიდანაა ჩართული ამ ფაქტის გამოძიებაში. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მოგვცენ წვდომა საგამოძიებო მასალებზე, რათა ვნახოთ, რამდენად დროულად, სრულყოფილად და სათანადოდ ტარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც ამ საქმისთვის არის საჭირო”, – განმარტა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი, თამთა თოდაძის ადვოკატის, თამარ ლუკავას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც პოლიციის თანამშრომლები, ვინც პირველი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე შეტყობინების მიღების შემდგომ, უნდა დაიკითხონ.
“ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საჭიროა, ვნახოთ საგამოძიებო მასალები, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ჩატარდა თუ არა დაგვიანებით, რა არ ჩატარდა და რა შეიძლებოდა ჩატარებულიყო და არ ჩატარდა დროულად. მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასე ვთქვათ, შემთხვევის პირველადი დათვალიერება დაგვიანებით მოხდა და ამის გამო შეიძლება მთელი რიგი მტკიცებულებები წაიშალა, ან განადგურდა, ან არ იქნა ამოღებული. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ იმას, რომ ჩატარდეს ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც ნათელს მოჰფენს ამ გარემოებას, რადგან გამოძიების საწყისი ეტაპი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მეჩვენება (და მეჩვენებას ვამბობ იმიტომ, რომ საქმის მასალებს არ ვიცნობ), რომ საწყისი, პირველადი საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ჩატარდა. თხოვნა გვაქვს გაგზავნილი, რომ მასალები გაგვაცნონ”, – აღნიშნა ლომჯარიამ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24