პოლიტიკა

შვეიცარიის წარმომადგენელი: ავიამიმოსვლის შეჩერებამ საქართველოში ანტირუსული განწყობა გაზარდა

15.10.19 16:40


შვეიცარიის ფედერალური შეკრების კანტონთა საბჭოს პრეზიდენტის, ჟან-რენე ფურნიეს განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეჩერებამ შვეიცარიის მუშაობა გაართულა, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს, – ამის შესახებ ფურნიემ მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერთან ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ავიამიმოსვლის შეჩერებამ ნეგატიური გავლენა მოახდინა და იმ უმცირესობის რიცხვი გაზარდა, რომლებსაც რუსეთის მიმართ კარგი განწყობა არ აქვთ“,- აღნიშნა ფურნიემ.

მისივე თქმით, რეისების გაუქმებამ დააზარალა ისინიც, ვინც „ორი ქვეყნის პრაგმატული ურთიერთობის მომხრეა“.

„ამან გამოიწვია ის, რომ დაისაჯა ისინი, ვინც რუსეთთან კარგი ურთიერთობის მომხრეა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულ ეკონომიკას აზარალებს“, – თქვა ფურნიემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები