პოლიტიკა

თინა ხიდაშელი სუსი-სგან განმარტებას მოითხოვს, რა კეთდება რუსული პროპაგანდისა და პოლიტიკის აღკვეთისთვის

15.08.16 15:55


თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სუსი-სგან განმარტებას მოითხოვს, რა კეთდება რუსული პროპაგანდისა და პოლიტიკის აღკვეთისთვის.

როგორც ხიდაშელი წერს, სასიამოვნოა, რომ „ცენტრისტების“ რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ „რესპუბლიკელების“ იდეა პოლიტიკურმა სპექტრმა აიტაცა და „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ რეკლამა ეთერიდან მოხსნა, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„ხელისუფლების, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურების როლი და ფუნქცია გაცილებით დიდია და შესაბამისად, როდესაც ყველა ერთად - პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და ბოლოს, პრემიერიც, სრულიად პოლიტსპექტრი - ერთ აზრზეა და ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებში ეჭვმიტანილად აცხადებს პარტიას, რომელსაც როგორც ჩანს, დაფინანსება აქვს, ამბობენ დაცვით დადიან, ხელისუფლება მფარველობსო და ა.შ., სანამ სუს-ისგან არ მოვისმენთ განმარტებებს, რა ზომებს ატარებენ რუსული პროპაგანდის, ქართულ პოლიტიკაში რუსული აგრესიის და რუსული პოლიტიკის აღკვეთისთვის, ყოველ დილით შეგახსენებთ თავს“, - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები