პოლიტიკა

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

16.10.19 11:30


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას ზოგრაბ მნაცაკანიანს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრების შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლობას. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობების განმტკიცებისთვის.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები