საზოგადოება

მგზავრთა რაოდენობით საქართველოს საავიაცო ბაზრის ლიდერი Wizz Air-ია

16.10.19 15:00


საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით კვლავ “Wizz Air” ლიდერობს.

ავიაკომპანია Wizz Air-ი ბაზრის 15%-იან წილს ფლობს, ხოლო 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლებით მე-2 და მე-3 ადგილზე “Turkish Airlines”-ი და “Georgian Airways”-ი არიან.

რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

ავიაკომპანია Wizz Air – 592 988 მგზავრი 15%;

ავიაკომპანია Turkish Airlines – 443 932 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია Georgian Airways – 435 208 მგზავრი 11%;

ავიაკომპანია Ural Airlines – 190 341 მგზავრი 5%

ავიაკომპანია Pobeda Airlines – 180 684 მგზავრი 4%;

ავიაკომპანია Ukraine International Airlines (UIA) – 168 672 მგზავრი 4%;

ავიაკომპანია Fly Dubai – 166 259 მგზავრი 4%;

ავიაკომპანია Pegasus – 135 494 მგზავრი 3%;

ავიაკომპანია Air Arabia – 107 535 მგზავრი 3%;

ავიაკომპანია SkyUp Airlines – 115 070 მგზავრი 3%

პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები და 88% უცხოური ავიაკომპანიები.

Wizz Air 2019 წლის 6 თვის მონაცემებითაც ლიდერობდა. აღნიშნული პერიოდის მონაცემებით ავიაკომპანია ბაზრის 14%-იან წილს ფლობდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე კვლავ Georgian Airways-ი (11%-ით) და Turkish Airlines-ი (10%-ით) იმყოფებოდნენ.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები