პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი უნდა დაიკითხოს - ელენე ხოშტარია

16.10.19 15:20


“ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობს.

ხოშტარიას განცხადებით, ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. თუმცა, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში “არაფერი შეიცვლება”.

"ანაკლიის პროექტი არის ჩაშლის ზღვარზე. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოიკითხოს"- უთხრა მედიას ხოშტარიამ.

დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა ანაკლიის პორტის პროექტის ჩასაშლელად.

“ჩვენ არაერთხელ ვნახეთ სახელმწიფოს მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, ჩაშლილი ტენდერები, რაც პირიქით, უნდა ყოფილიყო ანაკლიის მშენებლობის ინტერესის შემთხვევაში. ასევე, გვახსოვს ხაზარაძეზე ორკესტრირებული თავდასხმა კრიტიკულ მომენტებში, რაც პროექტის გარდაუვალი ჩაშლა იყო. აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ პროკურატურის განცხადება ხაზარაძის ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით არაფერს ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ ზიანი მიეყენებინათ პროცესისთვის. ამიტომ, დღეს საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ არის პროექტის შემსრულებელი. მაქვს პრეტენზია ხელისუფლებასთან, რომელიც ვალდებული იყო პროცესი ისე წაეყვანა, რომ ანაკლიის პორტზე პროგრესი გვქონოდა და არა ჩაშლა. დღეს ანაკლიის პროექტი არის ჩაშლის ზღვარზე. გუშინ გავიგეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს გეოპოლიტიკურად არ მოსწონს ანაკლიის პროექტი, არ მიაჩნია, რომ ამერიკელები უნდა იყვნენ შავ ზღვაში. ეს რომ ძალიან ლოგიკური ნაწილი არ იყოს, რაც ხდებოდა ანაკლიის მიმართ კიდევ შეიძლება არც ღირდეს საუბარი იმაზე, ვინ, ვის რა უთხრა, მაგრამ ეს ძალიან ლოგიკური დაგვირგვინება არის იმ პროცესის, რაც ანაკლიის მიმართ ხდებოდა. რა თქმა უნდა, კითხვები არის კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინაშე, მათ შორის კანონის დარღვევისა და ქვეყნის ინტერესების დაზიანების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, რომ ასეთი ზიანი არ მიადგეს ქვეყანას”, - აცხადებს ხოშტარია.

ხაზარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები