პოლიტიკა

სოფო კილაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის თანმდევ სესიაზე სიტყვით გამოვიდა

16.10.19 15:45


ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის თანმდევ სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და პარლამენტის როლზე მის გაუმჯობესებაში. ამასთან, მან ისაუბრა საპარლამენტო კონტროლსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მეშვეობით საქართველოში საპარლამენტო მმართველობა გაძლიერდა.

ასევე, სოფო კილაძემ ისაუბრა „ბავშვის უფლებათა კოდექსსა“ და სოციალური მუშაკის რეფორმაზე. კილაძემ აღნიშნა, რომ ამ ორი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.

კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში ვიზიტს განაგრძობს. სოფო კილაძე მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეროს გენერალური ასამბლეის სამუშაო სესიებში იქნება ჩართული. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები იუნისეფის წარმომადგენლობასთან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები