პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს

17.10.19 10:15


გიორგი ვაშაძე იანვრიდან ონკოლოგიური დაავადებების მართვის ცენტრს აფუძნებს.

აღნიშნული იდეა სტრატეგია "აღმაშენებლის" იდეის ერთ-ერთმა ავტორმა ჯანდაცვის სიტემის რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაე გააჟღერა.

ვაშაძემ და მისმა გუნდმა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პრაქტიკა საერთაშორისო მასშტაბით შეისწავლეს.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ საქართველო ამ კუთხით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

"ეს ცენტრი შესთავაზებს სახელმწიფოს კომპლექსურ გეგმას, ადრეული დიაგნოსტიკიდან და რისკ ჯგუფების კვლევიდან დაწყებული, მკურნალობით დამთავრებული, თუ რა სტანდარტები და ხარისხები უნდა შემოვიტანოთ ქვეყანაში. გათვლილი გვაქვს თანამშრომლობა ონკოლოგიის ეროვნულ ცენტრთან, ასევე სხვა ქართველ ონკოლოგებთანაც, რომლებიც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალები არიან. მთავარი ისაა, რომ ჩვენი ცენტრის მეშვეობით იქნება გარკვეული ცოდნის ბაზა, რომელიც მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საუკეთესო პრაქტიკებზე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით. ასევე ის, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ თითოეულმა ჩვენგანმა ამ დაავადებების პრევენცია, როგორ უნდა გამოვიკვლიოთ, ვართ თუ არა რისკ ჯგუფებში და ასე შემდეგ... სახელმწიფომ ბოლომდე უნდა აიღოს საქართველოს მოქალაქეებისთვის დაფინანსება ონკოლოგიურ დაავადებებზე, დიაგნოსტიკიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, ხოლო უცხოელებისთვის ეს იქნება ჩვეულებრივად ფასიანი სერვისი. სწორედ ამ გეგმის ლობირება იქნება ჩვენი მთავარი მიზანი, რომლის ფარგლებშიც ჩავატარებთ საერთაშორისო კონფერენციებს საქართელოში და თითოეულ მოქალაქეს გაუმჯობესებულ სერვისს მივაღებინებთ",- აცხადებს ვაშაძე.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები