საზოგადოება

სოფლის მეურნეობის მინისტრი ბელარუსული კომპანიის "გომსელმაში“ დირექტორს შეხვდა

17.10.19 16:30


სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს, ალექსანდრ ნოვიკოვს შეხვდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბელარუსული კომპანიის „გომსელმაში“ დირექტორს, ალექსანდრ ნოვიკოვს შეხვდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ კომპანიისგან „გომსალმაში“ 30 ერთეული კომბაინი შეიძინა, რაც მარცვლეული მოსავლის აღების პროცესში ეფექტიანად იქნა გამოყენებული.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ხატია წილოსანი და შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები