პოლიტიკა

მსოფლიო პროფკავშირების გენერალური ასამბლეა 2020 წელს თბილისში გაიმართება

17.10.19 17:45


მსოფლიო პროფკავშირების გენერალური ასამბლეა 2020 წელს თბილისში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული პროფკავშირების ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საქართველოში 120 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა.

დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიუსელში პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC-ის) გენერალური საბჭოს სხდომა მიმდინარეობდა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, კონფედერაციის გენერალური საბჭოს მასპინძელი ქვეყანა უნდა შერჩეულიყო. კანდიდატებს შორის იყვნენ სინგაპური, მელბურნი, ტოკიო, სან-პაულო, რომი და თბილისი.

„აღსანიშნავია, რომ არა მარტო საქართველოს დედაქალაქს, არამედ არცერთ პატარა ქვეყანას არასდროს ჰქონია პატივი ემასპინძლა ისეთი მნიშვნელობისა და მასშტაბის ღონისძიებისთვის, როგორიც მსოფლიო პროფკავშირების მთავარი მმართველი ორგანოს – გენერალური საბჭოს სხდომაა,“ – ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების განცხადებაში.

დღევანდელ სხდომის მიმდინარეობისას კი განაცხადეს, რომ აღმასულებელმა საბჭომ დააკმაყოფილა ქართული მხარის შეთავაზება და საქართველო 2020 წლის ასამბლეის მასპინძლად აირჩიეს. ასამბლეა 2020 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.





წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები