საზოგადოება

ბათუმთან მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა

15.08.16 16:45


გუშინ ღამით მომხდარი ავტოავარიის შედეგად BMW-ს მძღოლი დაიღუპა, ხოლო მგზავრი გონიოს საავადმყოფოს რეანიმაციაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ავტომობილი ხეს შეეჯახა.

ექიმების განცხადებით, დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა“.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები