პოლიტიკა

ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა პარტიებისა და NGO-ებისთვის პრეზენტაციას გამართავს

18.10.19 11:45


ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა დღეს პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლთან, კერძოდ, ჩორჩანა-წნელისი-წაღვლის მონაკვეთზე არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაციას გამაღთავს, ამასთან, დამსწრეთა წინაშე კონკრეტული ინიციტიავით წარდგება.

ამის შესახებ პრესრელიზშია ნათქვამი, რომელსაც მოძრაობა "ძალა ერთობაშია" ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მათ მიერ საოკუპაციო ზოლზე სამოქალაქო პატრულირების დროს მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ნათლადაა ასახული იმ სამუშაოების მასშტაბები, მიმართულება და სხვა დეტალები, რომლებსაც აგვისტოს ბოლოდან ჩორჩანის ტყეში რუსი ოკუპანტები და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ატარებენ.

⭕ პარასკევს, 18 ოქტომბერს, 11:00-ზე სასტუმრო "ციტრუსში" (9 აპრილის ქუჩა 3) ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

⭕შეხვედრის მიზანია შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, კერძოდ, წაღვლი-ჩორჩანის მონაკვეთზე სამოქალაქო პატრულირების დროს მოპოვებული ფოტო და ვიდეომასალის გაცნობა და არსებული საგანგაშო მდგომარეობის შესახებ მასშტაბურად ინფორმირება.

⭕შეხვედრაზე ანტიოკუპაციური მოძრაობა წარდგება კონკრეტული ინიციატივით, რომელიც, მოწონების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ერთიან, კოორდინირებულ მოქმედებას ოკუპაციის ახალი ტალღის შესაჩერებლად. - ნათქვამია პრესრელიზში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები