პოლიტიკა

გიორგი გახარია სამხრეთ კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

18.10.19 12:00


პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მუნ ჰი-სანგის შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული წარმატებული რეფორმები იყო.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობას შეეხო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თითქმის 30 წელია არსებობს და წლიდან წლამდე ეს თანამშრომლობა ვითარდება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებით.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი ლიდერობით საქართველო კიდევ უფრო განვითარდება, რაც ქართველი ხალხის კეთილდღეობას მოემსახურება.

მუნ ჰი-სანგიმ ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეის რესპუბლიკიდან ტურისტული ნაკადის ზრდის დინამიკას და გამოთქვა რწმენა, რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისასალმებელია, რომ სამხრეთ კორეული საზოგადოება საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს გამოხატავს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის არსებულ თანამშრომლობაზე, რაც საქართველოში სამხრეთ კორეული მხრიდან განხორციელებულ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტებში გამოიხატება.

როგორც სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და სამხრეთ კორეული კომპანიები მზადყოფნას გამოხატავენ, მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროექტებში.

სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა და ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთ კორეის რესპუბლიკას აწუხებს ის ვითარება, რაც შექმნილია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მუნ ჰი-სანგის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვისა მადლობა გადაუხადა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები