საზოგადოება
18.10.19 15:15
საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ევროკავშირისა და გაეროს დამოუკიდებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დადებითად არის შეფასებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა და ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებები ადამიანის უფლებების საკითხებზე, სწორედ ასეთი ანგარიშის პრეზენტაცია იმართება დღეს. საკმაოდ ბევრი მიმართულებით ექსპერტის მიერ ანგარიშში ასახულია პროგრესი და დადებითად არის შეფასებული სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მაგალითად ისეთ საკითხებზე, როგორიც არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შექმნა და მისი საგამოძიებო ფუნქციით აღჭურვა, ვგულისხმობ სამოხელეო დანაშაულს. ისეთი, როგორიც არის ადამიანის უფლებების დეპარტამენტის შექმნა შინაგან საქმეთა სამინისტროში და ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ისეთი როგორიც არის მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, არის გარკვეული გამოწვევები და არის გარკვეული შენიშვნებიც ამ ანგარიშში, თუმცა ჩვენ ამ შენიშვნებს არ გავურბივართ, პირიქით, ასეთი დამოუკიდებელი შეფასებები და მათ შორის მწვავე კრიტიკული მოსაზრებები გვეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადავდგათ პროგრესისკენ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები და უახლოეს მომავალში ეს საბჭო აუცილებლად განახლდება.
“ერთი, რაც შემიძლია ცალსახად განვაცხადო და ეს კონფერენციაზეც აღინიშნა, დიდი ხანია, საერთაშორისო საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის მოლოდინები არსებობს, ადამიანის უფლებათა საბჭოს განახლებასთან დაკავშირებით, რომელსაც, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ეს საბჭო აუცილებლად განახლდება უახლოეს მომავალში და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენ ერთად შევკრიბოთ საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო სექტორი, სახელმწიფო უწყებები და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით რა გამოწვევებიც გვაქვს, ამაზე ვიმსჯელოთ და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
სასტუმრო “რედისონში” გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტები და ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:0019.03.24
-
13:2519.03.24
-
არჩილ თალაკვაძე - ვეტო დაედო იმას, რომ საარჩევნო სისტემა ყოფილიყო თავისუფალი პარტიების ჩარევისგან
12:5819.03.24
-
12:2219.03.24
-
12:0019.03.24
-
პრემიერი - საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი
11:4019.03.24
-
თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს უმასპინძლა
11:1519.03.24
-
10:4519.03.24
-
მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა
10:0319.03.24
-
22 მარტს, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
18:0018.03.24
-
17:4018.03.24
-
17:2018.03.24
-
16:4818.03.24
-
ირაკლი კობახიძე - საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია
16:2018.03.24
-
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა
15:5718.03.24
-
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივნის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
15:3018.03.24
-
ანრი ოხანაშვილი - დაუშვებელია „ვეტინგის“ სისტემის შემოღება
15:0518.03.24
-
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო
14:4618.03.24
-
პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იქნება
14:2018.03.24
-
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოშია
14:0018.03.24
-
13:3418.03.24
-
13:0018.03.24
-
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
12:4118.03.24
-
12:1018.03.24
-
ლევან ხაბეიშვილი - ჩვენ მივესალმებით ოპოზიციონერების ისეთ გაერთიანებას, რომ ხმა არ დაიკარგოს
11:0018.03.24
-
10:3518.03.24
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
10:0018.03.24
-
აზერბაიჯანის მართლმადიდებლობა ‘სამ რომს’ შორის. მცხეთა უახლოესი ალტერნატივაა...
18:5015.03.24
-
17:2015.03.24
-
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
17:0015.03.24
-
16:4315.03.24
-
16:3215.03.24
-
16:1515.03.24
-
15:5315.03.24
-
15:0315.03.24
-
სუს-მა დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა
14:2415.03.24