საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურე უკანასკნელ გზაზე გააცილა

15.08.16 17:05


სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე დავით ლომიძის ცხედარი მისი მშობლიური სოფლის სკრის მიწას მიაბარეს, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე 9 აგვისტოს გარდაიცვალა. დღის მეორე ნახევარში მან თავი შეუძლოდ იგრძნო. ის გორის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

სიკვდილის ზუსტი მიზეზი დგინდება.

დაკრძალვას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალ შავლეგო ტაბატაძე და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები.

ლევან იზორიამ ლომიძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები თავდაცვის სამინისტრომ დაფარა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა „გაუფრთხილებლობით სიკვდილის“ მუხლით.

დავით ლომიძე შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონში მსახურობდა. არმიაში ის 2008 წლის 16 აპრილიდან ირიცხებოდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები