პოლიტიკა

"დაიცავი შენი შვილი" - ანა დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის

18.10.19 16:20


იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებრივ მოძრაობას, სახელწოდებით -"დაიცავი შენი შვილი" აყალიბებს.

"ჩვენ ვაერთიანებთ ძალას აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად და ვაცხადებთ კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ყველას, და მე ვიცი, რომ ძალინ ბევრი ადამიანია დღეს საქართველოში, ვისაც ეს საკითხი აწუხებს, რომ შემოგვიერთდეს.

პირველ რიგში მივმართავთ პარლამენტს, ჯანდაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, მოიწვიოს სხდომა და მოაწყოს საერთო მოსმენა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით",- განაცხადა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან.

საზოგადოებრივი მოძრაობაში "დაიცავი შენი შვილი" ანა დოლიძესთან ერთად რამდენიმე ორგანიზაცია და რამდენიმე ფიზიკური პირია გაერთიანებული, რომლებსაც აღნიშნულ პრობლემასთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები