საზოგადოება

მარიამ ჯაში: საქართველომ საზღვარგარეთ მოქმედი ქართველოლოგიის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს

18.10.19 17:20


განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის განცხადებით, საქართველომ საზღვარგარეთ მოქმედი ქართველოლოგიის ცენტრებისა და საკვირაო სკოლების გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს.

„განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისთვის განსაკუთრებით საინტერესოა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ველით მეტ ინფორმაციას მიმდინარე პროცესსა და აზერბაიჯანში პრემიერ მინისტრის ვიზიტის შესაძლო შედეგებზე.

მოგეხსენებათ, რომ ევროკაშირისა და სხვა მაღალი შემოსავლის არაერთი სახელმწიფო საკუთარი კულტურის პოპულარიზაციას კულტურის საერთაშორისო ცენტრების და ინსტიტუტების საშუალებით ახდენს, რაც მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს. შეიძლება ამ ეტაპზე არ იყოს რეალისტური საქართველოსთვის აღნიშნული პრაქტიკის განხილვა, მაგრამ ორი მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ თანამშრომლობა.

პირველ რიგში ყურადღება უნდა გამახვილდეს ქართველოლოგიის ცენტრებისა და საკვირაო ცენტრების გაძლიერებაზე. ცენტრები უკვე მუშაობს ევროპის არაერთი უნივერსიტეტის ბაზაზე და ჩვენ უნდა ვეცადოთ გავაძლიეროთ თანამშრომლობა სამეცნიერო კუთხით. მეორე საკითხი ეხება ქართულ დიასპორაში საელჩოების ხელშეწყობით შექმნილ საკვირაო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს. საჭიროა, სამომავლოდ განვიხილოთ აღნიშნული ცენტრებისა და სკოლების დაფინანსების შესაძლებლობა“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები