საზოგადოება
21.10.19 11:15
სტუდენტებს მასწავლებლის ასისტენტად მუშაობა შეეძლებათ. შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განუცხადა, სკოლებში მასწავლებლის ასისტენტის პრაქტიკა 2020-2021 სასწავლო წლიდან დაინერგება.
ჯაშის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს საშემოდგომო სესიის დასრულებამდე წარედგინება.
დეპუტატის ინფორმაციით, ინიციტივის მიხედვით, სტაჟირება 2 წლიანი იქნება და მსურველები აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურებას არ მიიღებენ.
„ეს არის ინიციატივა, რომელიც უაღრესად დაეხმარება ზოგადად განათლების სისტემას, რომ ახალგაზრდა, მოტივირებული პირები დაინტერესდნენ განათლების სისტემაში პროფესიული კარიერის დაწყებით.
ჩვენ საშემოდგომო სესიის ბოლომდე, იმედი მაქვს, რომ დავარეგისტრირებთ ამ ინიცაიტივას და მომდევნო სასწავლო წლისთვის ის უკვე იქნება მიღებული,“ - განაცხადა ჯაშმა.
მისივე თქმით, წინასწარი მონახაზით, მასწავლებლის ასისტენტობა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსთამთავრებულებს შეეძლებათ.
„მათ მიეცემათ შესაძლებლობა საზოგადოებრივ საწყისებზე ანუ სტაჟირების ფორმით დაიწყონ მუშაობა მასწავლებლის ასისტენტებად და ასევე მათ მიეცემათ სკოლაში მუშაობის პერიოდში უკვე პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი საბუთი. დღეს საჯარო სამსახურში თუ სხვადასხვა სამსახურებში პირველადი ნაბიჯების გადადგმა კარიერის გზაზე არის გართულებული, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა კადრებს მიეცემათ პროფესიული გამოცდილების დაგროვების საშუალება. ამ ეტაპზე საუბარია ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზე ანუ სტაჟირება, რომელიც პროფესიულ გამოცდილებად ჩაეთვლებათ განათლების სისტემაში. ვფიქრობ, 2 წლამდე იყოს სტაჟირება. ფიზიკურად დღეს არსებული ფინანსური რესურსები არ გვაძლევს საშუალებას, რომ ვიფიქროთ ანაზღაურებად სტაჟირებაზე.
ვფიქრობ, რომ 2020-2021 სასწავლო წლიდან შევლენ სკოლაში.
მასწავლებლის ასისტენტს ექნება თავისი უფლება -მოვალეობები, რომელიც გაიწერება კანონში,“ - განაცხადა ჯაშმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24