პოლიტიკა

135 მეტრი საოკუპაციო ცხაურებამდე - პოლიციამ ატოცში ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ახალი ბარიერი დაუწესა

21.10.19 14:00


ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, სადაც 19 ოქტომბერს რუსმა ოკუპანტებმა წინასწარ ბოძებით შემოსაზღვრული 330 მეტრიანი მონაკვეთი ცხაურებით შეღობეს, დღეს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.

თუ არ ჩავთვლით საოკუპაციო ზოლთან უშუალო სიახლოვის შეზღუდვას, პოლიციას დღეს გადაადგილების უფლება არ შეუზღუდავს ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წარმომადგენელთათვის - ორგანიზაციის შვიდკაციანი ჯგუფი დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით მესამე დღეა, ატოცში იმყოფება და სოფლიდან არ გამოდის.

შსს-მ პოლიციის ცოცხალი ჯაჭვი როგორც გუშინ, ასევე დღეს უკანონო ბორდერიზაციის ადგილიდან 135 მეტრში განათავსა - ამის იქეთ გადაადგილება ეკრძალებათ როგორც სამოქალაქო საპატრულო ჯგუფის წევრებს, ასევე მედიის წარმომადგენლებს. პოლიციელები ამბობენ, რომ ზომები დროებითია და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება. ბოძების შეღობვამდე სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი საოკუპაციო ზოლიდან 10 მეტრის დაშორებით პატრულირებდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები