პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას

21.10.19 15:00


„ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს მშვიდ და საქმიან პოლიტიკას, რომელიც იქნება უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული, სადაც იქნება მეტი პროფესიული კამათი, ვიდრე პიროვნული დაპირისპირებები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2020 წლის არჩევნებში სწორედ ასეთ პოლიტიკას და პოლიტიკოსებს დაუჭერს საზოგადოება მხარს“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა პარლამენტის ათი მთავარი გამოწვევის, მთავარი სამუშაო საკითხების შესახებ, რომლის შედეგებსაც პარლამენტი საზოგადოებას საშემოდგომო სესიის ბოლოს წარუდგენს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ის კონკრეტული და მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, - პარლამენტი მუშაობს ამ საკითხებზე.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წარგვედგინა საშემოდგომო სესიის ათი მთავარი სამუშაო საკითხი, პარლამენტის ათი მთავარი გამოწვევა.

გვსურდა, რომ საზოგადოებას დაენახა კონკრეტული გეგმა და სამუშაო ამ გეგმის შესასრულებლად - პარლამენტი მუშაობს და შედეგს აუცილებლად მივიღებთ. ვფიქრობთ, ამ ფორმით უფრო ადვილი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის თვალი მიადევნონ თუ რას აკეთებს, როგორ მუშაობს პარლამენტი და რა შედეგები აქვს მოქალაქეების მიერ არჩეულ პოლიტიკურ პარტიებს და დეპუტატებს პარლამენტში. ათი მთავარი საკითხი, ათი მთავარი გამოწვევა ეს არის ის, რაზეც ჩვენ კონკრეტულ დროში შევძლებთ შედეგების მიღწევას და შემიძლია გითხრათ, რომ ათიდან ექვს საკითხზე უკვე გვაქვს კონკრეტული სამუშაო შესრულებული“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები